50 სატანისტი ბავშვი დუშეთში და წყვილი რომელმაც თავი ციანიდით მოიკლა 3 მარტი 2015, 10:16:37
AUTO PLAY
პარტია „რეფორმატორების“ ერთ-ერთი ლიდერის ნინო ჩარკვიანის განცხადებით, დუშეთის რაიონში სატანისტური სექტა არსებობს, რომელშიც 50 ბავშვია გაწევრიანებული. როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, ბავშვები განსხვავებული ჰაბიტუსით, კანის ფერითა და სვირინგებით გამოირჩევიან. ჩარკვიანის თქმით, გარდა იმისა, რომ ბავშვები სატანისტურ რიტუალებს ასრულებენ და სასაფლაოზე ცხოველების წამებით არიან დაკავებულები, მათ წყვილთა მსხვერპლშეწირვასაც მიმართეს. ჩარკვიანი ამბობს, რომ შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს ერთი თვის წინ 18 წლის ახალგაზრდისა და ორი დღის წინ 15 წლის გოგონას გარდაცვალება.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|