საიდუმლო ამოხსნილია? - რა ფერისაა კაბა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარ 28 თებერვალი 2015, 13:34:53
AUTO PLAY
დიდი ხანია ასეთი დავა ინტერნეტსივრცეში არ ყოფილა. ადამიანები უბრალოდ ვერ თანხმდებიან კაბა შავი და ლურჯია თუ თეთრი და ოქროსფერი. რატომ ვხედავთ სხვადასხვა ფერს? მეცნიერების განმარტებით, ამის მიზეზი ფერების მუდმივობაა, რაც მდგომარეობს შემდეგში: ფოტო იმდენად ახლოდანაა გადაღებული, რომ კაბის გარშემო თითქმის არაფერი ჩანს, შესაბამისად ტვინი ვალდებულია თავისით წარმოიდგინოს გარემო პირობები. ისინი ვინც ხედავენ კაბას თეთრად და ოქროსფრად, მათი ტვინი ამ კაბის გარშემო აღიქვამს განათებულ ადგილს, ღია ფერის ოთახს, მზიან ამინდს და ა.შ. ხოლო ისინი ვინც კაბას შავად და ლურჯად ხედავენ, მათი ტვინი ამ კაბის გარშემო უფრო "ხელოვნურ" გარემოს წარმოიდგენს, ჩვეულებრივ ოთახში მხოლოდ ნათურის ყვითელი განათებით.
1
|
140.00
k
225.00
k
|