მოსკოვში ბორის ნემცოვი მოკლეს 28 თებერვალი 2015, 10:40:38
AUTO PLAY
მოსკოვშის ცენტრში ცნობილ რუს პოლიტიკოსს ბორის ნემცოვს უცნობი პირი თავს დაესხა და ოთხი ტყვია ესროლა. 55 წლის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მოძრაობა „Солидарность“ დამფუძნებელი ბორის ნემცოვი ადგილზე გარდაიცვალა. ამ დროისთვის მოსკოვში მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები. ბორის ნემცოვი ოპოზიციის მარშამდე ერთი დღით ადრე მოკლეს. ოპოზიციის მასშტაბური გამოსვლა პირველ მარტს არის დაგეგმილი. ცოტა ხნით ადრე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა თავის მოლოდინზე, რომ პრეზიდენტი პუტინი ოპოზიციური გამონათქვამების გამო მას დასჯიდა.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|