ჰომოსექსუალური აქტი სიბინძურედ მიგაჩნიათ?“-ცუდი ადამიანი ხარ თამარ.... 17 თებერვალი 2015, 16:20:08
AUTO PLAY
"ცუდი ადამიანი ხარ შენ თამარ, ხოლო ჟურნალისტი - საერთოდ არანაირი არ ხარ. მაგ თემას არ გასცდე - შენი ადგილია“, - წერს კოკა ყანდიაშვილი. ამ სიტყვებით ის თამარ ჩერგოლეიშვილს მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც „ტაბულას“ ეთერით გოგლა ჟვანიამ ტელეწამყვანის იმ შეკითხვას უპასუხა რომელიც ძმის ზურაბ ჟვანიას ორიენტაციას ეხებოდა. თამარ ჩერგოლეიშვილის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას ჰომოსექსუალური აქტი სიბინძურედ და თუკი ის დაუშვებდა ძმის ჰომოსექსუალობას ჩათვლიდა თუ არა მას ბინძურად. „ეს იქნებოდა ჩვენი ოჯახის უბედურება, მაგრამ ამასთან ადგილი არ გვაქვს" - განაცხადა გოგლა ჟვანიამ. „თქვენ რაღაც ძალიან გაწუხებთ ზურას პირადი ცხოვრება, სულ ამაზე საუბრობთ. ზურას პირად ცხოვრებაში არ არის საიდუმლოებები“ - განუცხადა გოგლა ჟვანიამ თამარ ჩერგოლეიშვილს. მისივე თქმით მითები ზურაბ ჟვანიას პირადი ცხოვრების შესახებ წინა ხელისუფლებამ შექმნა.
1
|
|