თბილისის მერის კლასელი ქრთამის აღების გამო დააკავეს 12 თებერვალი 2015, 09:10:04
AUTO PLAY
შს სამინისტრომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დავით ნარმანიას კლასელი და მეგობარი, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი, ჯოკია ბოდოკია დააკავა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, დააკავეს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 %, ანუ 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|