ინციდენტი ფიგურულ სრიალში - რუსმა მოციგურავემ პარტნიორს შარვალი დაუხია 31 იანვარი 2015, 18:10:52
AUTO PLAY
სტოკჰოლმში ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. უკვე გაირკვა, თუ ვინ გახდნენ მედლების მფლობელები ცეკვებში. რუსები იმედებს ელენა ილინიხზე და რუსლან ჟიგანშინზე ამყარებდნენ, რომლებიც მოკლე პროგრამის შემდეგ სულ რაღაც 1 ქულით ჩამორჩებოდნენ ლიდერებს. სამწუხაროდ, წყვილს თავისუფალ პროგრამაში ინციდენტი მოუვიდა - ერთ-ერთი ილეთის შესრულებისას ელენამ რუსლანს შემთხვევით შარვალი გაუხია და ამის გამო მათ მნიშვნელოვანი ელემენტი ჩააგდეს. საბოლოოდ, ჯამში მათ 159.83 ქულა მიიღეს და მეოთხე ადგილი დაიკავეს. ოქროს მედალი ფრანგ წყვილს - გაბრიელა პაპადაკის და გიიომ ციცერონს ერგო, ვერცხლი იტალიელებმა - ანა კაპელინიმ და ლუკა ლანოტემ დაიმსახურეს, ხოლო ბრინჯაო რუს წყვილს - ალექსანდრა სტეპანოვას და ივან ბუკინს დარჩა.
0
|
|