უბედური შემთხვევა აბაშის რაიონის სოფელ მარანთან 3 იანვარი 2015, 15:12:07
AUTO PLAY
მიკროავტობუსი ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა. დაიღუპა სამი პირი. დაშავებული ათამდე მგზავრი კი სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულთა ახლობლების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ მატარებელი ვერ შეამჩნია. ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ლიანდაგთან შლაგბაუმი არ იყო. მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები, სოფელ მარანში ნათესავის ახალშობილი ბავშვის სანახავად იმყოფებოდნენ და ზუგდიდში ბრუნდებოდნენ
0
|
|