ინციდენტი სარაგბო მატჩში - გუნდური ჩხუბი _არმიისა_ და _ხარების_ შეხვედრაში 24 დეკემბერი 2014, 11:26:13
AUTO PLAY
ინციდენტი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში. "არმიასა" და რუსთავის "ხარების" თამაში რამდენჯერმე შეწყდა. პირველ ტაიმში გუნდური ჩხუბის გამო მსაჯმა თამაში შეაჩერა,მეორე ტაიმში კი ინციდენტის განმეორების გამო მსაჯთა ჯგუფმა მოედანი დატოვა. შეხვედრა მხოლოდ ათი წუთის შემდეგ განახლდა. საბოლოოდ "ხარებმა" "არმიას" 33:15 მოუგეს. 11 ტურის შემდეგ "ხარები" სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს. "არმია" კი მერვე ადგილზეა. მატჩის ამსახველ ვიდეო მასალას ქვემო ქართლის ტელეკომპანია არვცელებს
2
|
|