ბავშვის თვალით ყველაფერი სხვანაირად ჩანს. ეს ექსპერიმენტი დიდებს დაგაფიქრებთ 14 დეკემბერი 2014, 18:47:41
AUTO PLAY
სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ზრდასრულები ჯანმრთელ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებს შორის გარკვეულ ბარიერებს ქმნიან. ბავშვებისთვის კი ყველაფერი სულერთია: შეზღუდული შესასაძლებლობები გაქვს თუ არა - ისინი ყველას თავისიანად აღიქვამენ. ეს საოცარი ექსპერიმენტი სწორედ ამას გაჩვენებთ. ფრანგულმა გაერთიანება Noémi-მ, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების უფლებებს იცავს, საგანმანათლებლო თამაში - "ბავშვის თვალებით" ჩაატარა. თამაშის წესების თანახმად, მონაწილეებს ეკრანზე ნაჩვენები ჟესტები და სახის გამომეტყველება უნდა გაემეორებინათ. ნახეთ ვიდეო, რომელიც ამ სლოგანით სრულდება: "მოდით, დავინახოთ განსხვავებულები ბავშვების თვალით". FaceBook Twitter Google
0
|
140.00
k
225.00
k
|