სენსაციური არქეოლოგიური აღმოჩენა - ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალი 12 დეკემბერი 2014, 21:49:37
AUTO PLAY
ბოლო პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა კახეთში. მეცნიერების ყურადღების ცენტრში ახლა გურჯაანის რაიონის სოფელი ზიარია, სადაც საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალი აღმოაჩინეს. დურგლიაანთ მიწების ისტორიულ უბანში, ორი სხვადასხვა სახის არქეოლოგიური ფენაა ნაპოვნი. მითითებული ობიექტები, სავარაუდოდ, ძველი ქვის ხანის პერიოდის ნამოსახლარს წარმოდგენს. არქეოლოგიურ ფენებში სპეციალისტებმა ქვის უძველეს არტეფაქტებს და პრეისტორიული ცხოველების ნაშთებს მიაკვლიეს.
3
|
|