ქართველი "გოლიათი" 1956 წელს გადაღებულ ჰოლივუდურ ფილმში 16 ნოემბერი 2014, 12:35:41
AUTO PLAY
სახელგანთქმული ამერიკელი რეჟისორისა და პროდიუსერის, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორი კინემატოგრაფის, სტენლი კუბრიკის შემოქმედებას ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს გახმაურებული ფილმებით : "სპარტაკი", "ლოლიტა", "კოსმიური ოდისეა", "მექანიკური ფორთოხალი", "ნათება", "ფართოდ დახუჭული თვალები", მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენი თანამემამულე კოლა ქვარიანი სტენლი კუბრიკის მეგობარი ყოფილა და ცნობილ რეჟისორს რამდენიმე ფილმშიც გადაუღია... ქართველი სპორტსმენი ლეგენდარულმა რეჟისორმა 1956 წელს ფილმში "The killing" გადაიღო. კოლა ქვარიანი 1900 წელს ქუთაისში დაიბადა. კლასიკური ჭიდაობის ოსტატი იყო, ერთხელ ღონიერ ქართველს სპილოც კი აუწევია... უძლეველმა და დაუმარცხებელმა ფალავანმა მთელ ევროპაში გაითქვა სახელი. კოლა ქვარიანი 79 წლის ასაკში ემიგრაციაში, აშშ-ში გარდაიცვალა.
9
|
1099.00
k
1499.00
k
|