არ ჩახვიდეთ საქართველოში, იქ მანიაკები ცხოვრობენ... 25 ოქტომბერი 2014, 17:28:07
AUTO PLAY
ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე გადაღებული, ალბათ უმაღლესი ხარისხის აპარატურით, მოწვეული ძვირიანი მსახიობებით და მაღალი დონის მონტაჟით, რამდენიმე მილიონიანი ბიუჯეტით, რას ემსახურება ეს ფილმი? ვინ დააფინანსა? ქართველთა, ისედაც დანგრეული იმიჯის კუბოზე, დაჭედებული ძვირადღირებული ლურსმანი.
10
|
|
დღეს, როდესაც გერმანიის მთავრობამ, საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებშიც სტუმრობას არ ურჩევს თავის მოქალაქეებს, ჩვენთან კი გამოდის ფილმი, რომელიც ბოლომდე ანგრევს ჩვენი ერის, ისედაც ტალახში ნაფორთხიალებელ იმიჯს. მთელმა მსოფლიომ გაიგო, ის საშინელებები, რომლებიც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს ხდებოდა და ახლა, ამ ფილმშიც ნაჩვენებია, თუ რამდენად შორს ვართ დასავლური ცივილიზაცისაგან და ამასთან ერთად რა დონის მანიაკები ვართ ქართველები.
ფილმში ორი ქართველი გმირია, რომელთაგანაც ერთი, სადისტი ხუმარაა, ხოლო მეორე, იმ დონის მანიაკია, რომ იგი ნამდვილად ღირსეულ ადგილს დაიჭერს მსოფლიო კინომატოგრაფიაში შექმნილი სექსუალური მანიაკების გალერეაში. ქართველი გარეწრის როლს, ასრულებს, უდავოდ ნიჭიერი მსახიობი კოტე თოლორდავა. მისი მსხვერპლის, ახალგაზრდა გოგონას როლში, ვერ მოინახა ვერც ერთი ქართველი მსახიობი, რომელიც დათანხმდებოდა, იმ ამაზრზენ სექსუალურ ძალადობის სცენებში მონაწილეობაზე, რომელიც ფილმშია, ამიტომ როლზე მოიწვიეს ამერიკული სერიალების ვარსკვლავი, პენსერ ლოკი..
საინტერესოა, რა ლოგიკით მოქმედებდნენ, ფილმის შემქმნელები, როცა ამერიკელი ახალგაზრდა შურისმაძიებელი მკვლელი, სავარაუდოდ ლიბერალი, გაცილებით ახლოს არის იმ ფასეულობებთან, ანუ მართლმადიდებლობასთან, ვიდრე ფილმის ქართველი მანიაკი გმირი. ფილმს წითელ ხაზად გასდევს, რუსეთუმეობა, ქართველი პერსონაჟები, რატომღაც მუდმივად რუსულ სიტყვებს იყენებენ საუბარში. რატომ?