გია ფერაძეს ლექსი ცოლის მოკვლის შემდეგ დაწერილი 19 ოქტომბერი 2014, 11:46:38
AUTO PLAY
გია ფერაძე - გაღიმებაც ვერ მოასწრო გაღიმებაც ვერ მოსაწრო ტკივილსგან ვერც იყვირა როგორც თოვლი შემომადნა ხელში ჩემი ციცქნა ირა ჩემთვის უნდა დაიწყევლოს აღდგომა და ყველა კვირა მე მიწაში უნდა ვეგდო შენ ცოცხლობდე ჩემო ირა. ჩემზე კარგად არვინ იცის ჩემი თავის განაჩენი მთავარია ჩემში ცხოვრობ სხვა ჯანდაბას დანარჩენი მთავარია შენზე დარდში ვილევი და ნელა ვქრები და რაც უფრო ვიტანჯები უფრო მეტად მენატრები. ამ საკანში ერთადა ვართ მე და სევდიანი ლანდი რისთვის შემიყვარე კარგო მე თუ სიკვდილს მოგიტანდი მალე შენსკენ მქროლავ ქარებს, სულს გავატან ჩემო ირა ჩვენი სიყვარულის გემი, კლდეს შეასკდა ჩაიძირა. ტუსაღი ვარ სულში ყინავს, შენს საფლავზე ვარდი ხარობს ჩემო ამომშრალო ცრემლო, ჩემო ამომშრალო წყარო ვინ გამიგებს, ვის შევჩივლო? ამ კედლებს თუ რკინის კარებს?! შენთან წერილს გავატანდი, რომ მოსჩაანდეს ცაზე მთვარე. ნუ შეგაკრთობს მარტოობა შენთან მოვალ, მოვალ მალე!
840
|
|