23 წლის ბიჭმა საბურთალოზე ტაქსის მძღოლს დანის მუქარით 15 ლარი გამოსძალა 30 სექტემბერი 2014, 12:39:27
AUTO PLAY
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული თამაზ პ. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა "112"-დან მიიღო შეტყობინება საბურთალოზე, ვაზისუბნის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის შესახებ. ადგილზე მისულ პოლიციელებს ტაქსის მძღოლმა განუცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ყაჩაღურად თავს დაესხა, დანის მუქარით ფული მოსთხოვა, 15 ლარი წაართვა და მიიმალა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თამაზ პ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, კანდელაკის ქუჩაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
0
|
1099.00
k
1499.00
k
|