ინტერნეტვარსკვლავები შორენა, თათული და ანი - მოხველ მშვიდობით 16 სექტემბერი 2014, 22:35:50
AUTO PLAY
მელოდია - თათული მგელაძე, შორენა ცისკარაული, ანი ჭინჭარაული "მადილი" ლექსი - მერაბ არაბული "- მოხველ მშვიდობით, სტუმარო, მოდი, ტაბლასთან დაჯე და - დამხვდით... ამოსთქვი, ღამემაც ცა ვარსკვლავებით აჭედა. ვათეთრებ შუაღამისფერს, ყანწ ჟიპიტაურს ვიწურავ... ტაბლას ატყვია ხინკლები, სიფხიზლის კარებს მივხურავ. - ლუკმა მიაყოლ! მწარე ას. - რა ლუკმა, დადექ არიქა! სასმელმა გონი ამხადა, დავეძებ ბალალაიკას. - ეჰეჰეი! დაჰკათ ვაჟებო... ჰაი დედასა მტრისასა. ქალავ, შენ შორით ნუ მივლი, თორე ავჰკმიჭე მიწასა. თენდება, დილამ ახვეტა, ღამე, ნისლიან, ბინდიან, ერთ საკართანოც გადავსვი, თოლებში ცეცხლი მინთია. - მომგვარეთ ჩემი თეთრონი, წინ გზა მიმელის საძნელო, მოდი... შამაჯე გავაზე, ჩემთან წაგიყვან ქალბნელო. - არ გინდა?! ეგიც არცარა... მარტო შავჰკივლებ შარასა, ვერცაით გადავეჩვიე ლოთობას წარამარასა..."
35
|
1099.00
k
1499.00
k
|