ამპუტირებული კიდური აღმოაჩინეს 6 სექტემბერი 2014, 16:08:08
AUTO PLAY
ზაპოროჟიეს ოლქში, კამიშევახას დასახლებასთან ახლოს მდებარე ტყეში, სამართალდამცავებმა ტონაზე მეტი "კლინიკური ნარჩენები" , მათ შორის ამპუტირებული კიდურები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის სამართალდამცავი უწყება ავრცელებს. როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერს კავშირი აქვს დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობასთან. გაირკვა, რომ ეს ჯგუფი დიდი ხნის განმავლობაში მუნიციპალურ სახსრებს ითვისებდა, რომელიც გამოყოფილი იყო ე.წ. კლინიკური ნარჩენების, მათ შორის სხეულის ამპუტირებული კიდურების კრემაციის გზით განადგურებისთვის. დადგენილია, რომ ზაპაროჟიეს ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ასრულებდა შეთანხმებას "კლინიკური ნარჩენების" დასამარხად და ამ მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას ითვისებდა. მის მიერ მითვისებული თანხის ოდენობამ 170 000 უკრაინული გრივნა შეადგინა. კომპანია, რომლის სახელიც არ ხმაურდება, სპეციალიზებული იყო საშიში ნარჩენების, მათ შორის კლინიკური (ბიოლოგიური) ნარჩენების უტილიზაციაზე. კლინიკურ ნარჩენებში შედიოდა ოპერაციების შედეგად მოკვეთილი კიდურები, აბორტის შედეგად ამოკვეთილი ემბრიონები, ვეტერინარული პრაქტიკის დროს გამოყენებული ნარჩენები და ა.შ.
1
|
|