მედია-ტურნირი ნარდში - "წყალტუბო პლაზაში" 1 სექტემბერი 2014, 02:19:44
AUTO PLAY
31 აგვისტოს, სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ დასრულდა გოგი ბუკიას მემორიალური ტურნირი ნარდში ჟურნალისტებს შორის. საინტერესო და დაძაბული პაექრობის შემდეგ, გამარჯვებულის ტიტული და ღია საერთაშორისო ტურნირის საგზური მოიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილემ ბატონმა თამაზ ტყემალაძემ. მე-2 ადგილზე გავიდა ტვ-3-ის ოპერატორი ნიკოლოზ სანიშვილი. საქართველოს ნარდის კლუბის დირექტორმა ნინო თევზაძემ გამარჯვებულს გოგი ბუკიას სახელობის თასი გადასცა. ხოლო მე-2 ადგილზე გასულმა ბატონი გოდერძი ბუკიასგან საჩუქრად მიიღო დაბა ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ საგზური და ასევე, გოგი ბუკიას სახელობის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის უფლება. ორგანიზატორების თქმით, ტურნირი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები შემოუერთდებიან. უკვე გარკვეულია შემდეგი ტურნირის ჩატარების თარიღიც. ის 2015 წელს, მაისის ბოლო რიცხვებში გაიმართება. ვულოცავთ ბატონ თამაზ ტყემალაძეს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ საერთაშორისო მენარდის ტიტულის მოპოვებასა
2
|
|