9 წლის გოგონას საკუთარი ინსტრუქტორი შემოაკვდა 31 აგვისტო 2014, 00:06:46
AUTO PLAY
აშშ-ის შტატ არიზონაში გარდაიცვალა ინსტრუქტორი სროლაში. მისი გარდაცვალების მიზეზად მისივე 9 წლის მოსწავლის შემთხვევითი გასროლა იქცა. 39 წლის ჩარლზ ვაკა (Charles Vacca )მოსწავლე გოგონას გვერდით იდგა. გოგონამ თავიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა, შემდეგ კი იარაღი ავტომატურ რეჟიმზე გადაიყვანა. გოგონამ ვეღარ დაიმორჩილა იარაღი და მასწავლებელი დაჭრა. ინსტრუქტორი ლას-ვეგასის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათში ის გარდაიცვალა. ადგილობრივი შერიფის განცხადებით, გოგონას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, რადგანაც ამ სკოლაში მოსწავლეების მიღების ასაკი 7-დან 17 წლამდე მერყეობს, ანუ წესი არ დარღვეულა და თანაც, ბავშვს განზრახ ეს დანაშაული არ ჩაუდენია.
0
|
|