მამაკაცი, რომლის გამოც ყინულიანი წყლის გადასხმის კამპანია დაიწყო 25 აგვისტო 2014, 08:29:49
AUTO PLAY
პიტერ ფრეიტსი 27 წლის ბეისბოლის მოთამაშეა, აშშ-ს ქალაქ ბევერლიდან. 2012 წელს პიტს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მოტორული ნეირონების დეგენერაციით არის გამოწვეული. ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს, მიუხედავად იმისა, რომ ტვინი ვეღარ აკონტროლებს ნებით მოძრაობებს, გააჩნიათ იგივე გონებრივი უნარი, მეხსიერება და პიროვნულობა, რაც დაავადებამდე ჰქონდათ. სწორედ პიტერ ფრეიტსი გახდა ის ადამიანი, რომლის გამოც ყინულიანი წყლის გადასხმის გამოწვევა დაიწყო და მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოედო.
0
|
|