ფიქრობთ, რომ თავზე წყლის გადასხმა იდიოტობაა? - მაშინ ამ ვიდეოს უყურეთ! 24 აგვისტო 2014, 00:10:02
AUTO PLAY
26 წლის ენტონი კარბაჯალი პროფესიით ფოტოგრაფია. როგორც ის ვიდეოში ამბობს, ALS-ის (ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი) დაავადებით მისი ოჯახი დიდი ხანია იტანჯება. "ALS ჰქონდა ბებიაჩემს, რომელიც ჩემი მეორე დედა იყო. როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, დედაჩემს მაშინ დაუდგინეს, მე კიდევ 5 თვის წინ დამისვეს ეს დიაგნოზი. უკვე მიჭირს მანქანის მართვა, მაისურის ჩაცმა, მალე საერთოდ ვეღარ შევძლებ ხელების გამოყენებას, ვეღარ ვივლი, ვერ ვილაპარაკებ და ჩემით ვეღარ ვისუნთქავ. ბოდიში ყველას, რომ ასეთი ემოციური ვიდეო ჩავწერე, მაგრამ უბრალოდ, ყინულიანი წყალი რომ დამესხა თავზე, ვერ გაიგებდით. ყველას დიდი მადლობა ამ ქველმოქმედებისთვის".
0
|
1099.00
k
1499.00
k
|