როგორ იპარავდნენ ბათუმში ბულგარელი მოქალაქეები ბანკომატებიდან ფულს 20 აგვისტო 2014, 11:30:26
AUTO PLAY
შსს-ს ა/რ სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ბრალდებით ბულგარეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1976 წელს დაბადებული ხრისტო ხ, 1990 წელს დაბადებული ილიან გ. და 1981 წელს დაბადებული ვერონიკა ვ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა აგვისტოს დასაწყისში, ქალაქ ბათუმში მდებარე სხვადასხვა ბანკის 5 ბანკომატზე დაამონტაჟეს პლასტიკური ბარათების მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობა – ე.წ. „სკიმერი“, რომლის საშუალებითაც, თანხების მითვისების მიზნით, სხვისი პლასტიკური ბარათებიდან მონაცემების უკანონოდ მოპოვებას ცდილობდნენ. აღნიშნული მეთოდით ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქის კუთვნილი 1100 ლარი მიითვისეს. სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბანკომატის ეკრანზე დამაგრებული ვიდეო-აუდიო სათვალთვალო და პლასტიკური ბარათის ჩასადებ ჭრილზე მოთავსებული ინფორმაციის წამკითხავი მოწყობილობები აღმოაჩინეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს
3
|
|