შიდა ძებნის გამოცხადების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა 16 აგვისტო 2014, 11:37:02
AUTO PLAY
ექსპრეზიდენტი პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს უკავშირებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ძებნაზე ევროკავშირმა და შტატებმა უარი უთხრა. სწორედ ამიტომ უწყებამ შიდა ძებნა გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არ ნანობს საკუთარ გადაწყვეტილებებს და იმედს გამოთქვამს, რომ სიმართლე გაირკვევა. ექსპრეზიდენტმა განცხადება მისი ახალი ბრალდების შესახებაც გააკეთა. მან თქვა, რომ თანხები მხოლოდ ერთი მიზნით - ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებისთვის, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისა და ქვეყნის იმიჯისთვის იხარჯებოდა.
1
|
|