ოლეგ მელნიკოვის სკანდალური ჩვენება 12 აგვისტო 2014, 13:29:00
AUTO PLAY
ახალი დეტალები გირგვლიანის საქმეში - იყო თუ არა სააკაშვილი ინფორმირებული ინციდენტის შესახებ. დღეს საქალაქო სასამართლოში ჩვენებას ბრალდებული ოლეგ მელნიკოვი აძლევდა. გამოძიებას მელნიკოვთან შეკითხვები უშუალოდ "შარდენ ბარში" მყოფი მაღალჩინოსნების საუბართან დაკავშირებით ჰქონდა. რა მოხდა ინციდენტის ღამეს შარდენზე, ვინ გასცა ბრძანება დაეკავებინათ სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე, რა სთხოვა შინაგნ საქმეთა ყოფილი მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაიამ კონსტიტუციური დეპარტამენტის ექს-უფროსს დათა ახალაიას. პროცესს გიორგი ფუტკარაძე ესწრებოდა, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება. უპასუხა თუ არა საქმის ერთერთმა მთავარმა ბრალდებულმა კონკრეტულ შეკითხვას - იყო თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი ინფორმირებული ოქროყანის ინციდენტის შესახებ.
2
|
|