სათბური კახეთში,სადაც 5 ტონა კანაფი მოჰყავდათ 9 აგვისტო 2014, 19:43:00
AUTO PLAY
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ვუგარ ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის და კულტივირების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში, სპეციალურად მოწყობილ სათბურებში ნარკოტიკული საშუალება კანაფი უკანონოდ მოჰყავდა და მის კულტივირებას ახდენდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას 5 ტონა და 287 კგ კანაფი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
3
|
|