"ჩიხურასა" და "ნეფთჩის" ფანებმა საქართველოს რუკის გამო იჩხუბეს 1 აგვისტო 2014, 10:59:11
AUTO PLAY
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" ფანებს შორის მატჩის დროს ჩხუბი მოხდა. მიზეზი კი "ჩიხურას" ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუკის ჩამოკიდება გახდა, სადაც ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიაზე იყო აღბეჭდილი. "აზერისპორტის" ცნობით, რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი დაკავებულია, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებთან კონფლიქტში შევიდა. ბაქოში შეხვედრა 31 ივლისს უგოლო ფრით დასრულდა. საპასუხო მატჩი 7 აგვისტოს თბილისში გაიმართება.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|