მომაკვდინებელი ვირუსის ეპიდემიაა 29 ივლისი 2014, 14:01:18
AUTO PLAY
დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ლიბერია, სადაც "ებოლას" ციებ-ცხელების ეპიდემია მძვინვარებს, მეზობელ სახელმწიფოებთან საზღვრებს კეტავს. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, გამონაკლისი იქნება მხოლოდ ორი აეროპორტი და სამი უმთავრესი სასაზღვრო პუნქტი, სადაც ყველა შემსვლელ-გამსვლელის ვირუსზე შემოწმება მოხდება. ამავდროულად, ქვეყნის პრეზიდენტმა ელენ ჯონსონ-სერლიფმა ეპიდემია ეროვნულ უბედურებად გამოაცხადა. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით, სხვა საშუალებებთან ერთად, მასობრივი შეკრებები იკრძალება, საზოგადოებრივ ადგილებში იდგმება ხელსაბანები და სადეზინფექციო საშუალებები. პირველად ებოლათი დაავადების ფაქტი წლის დასაწყისში გამოვლინდა. დღეის მონაცემებით კი, ვირუსით 1100 ადამიანია დაინფიცირებული, რომელთაგან 660 გარდაიცვალა.
0
|
|