უბედური შემთხვევა 17 ივლისი 2014, 21:13:55
AUTO PLAY
უბედური შემთხვევა სიღნაღის გამგეობის შენობაში. 85 წლის გლახო შაიშმელაშვილი შენობის კიბიდან ჩამოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით, მოხუცი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გაუმართავი კიბის საყრდენები გახდა. აღსანიშნავია, რომ გამგეობის შენობა, ისევე როგორც სიღნაღში ნაგებობების ძირითადი ნაწილი, მხოლოდ გარედანაა გარემონტებული. შენობის შიგნით კი ინფრასტრუქტურა გაუმართავია. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 19.06 2012
1
|
|