ბებიის და შვილიშვილის მკვლელი დააკავეს 12 ივლისი 2014, 17:55:53
AUTO PLAY
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 5 გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ქალაქ ახალქალაქში მცხოვრებ, 1965 წელს დაბადებულ მელანია ქ-ს და მის შვილიშვილს, 2013 წელს დაბადებულ კატერინა ნ-ს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, გენადი ი. მომხდარიდან რამდენიმე საათში, სოფელ გოგაშენთან, ტყეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი „ეს-კა-ეს“-ის ტიპის კარაბინი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
0
|
|