როგორ ხდიან უცნობი ადამიანები ერთმანეთს:ვიდეო "პირველი კოცნის" რეჟისორის მიერ 12 ივლისი 2014, 09:58:37
AUTO PLAY
საქართველოში გაზრდილი ახალგაზრდა რეჟისორი თათია პილიევა მსოფლიომ რამდენიმე თვის წინ, ვირუსული ვიდეოს "პირველი კოცნის" წყალობით გაიცნო. კინორეჟისორის ნამუშევარმა უკვე 90 მილიონი ნახვა დააგროვა და თათიას სახელმა მსოფლიოს ცნობილი გამოცემების გვერდები მოიარა. ახლახანს, რეჟისორმა ახალი ვირუსული ვიდეო გამოუშვა. Undress Me ("გამხადე") - ასე ქვია მორიგ სარეჟისორო ნამუშევარს, რომელიც სავარაუდოდ წინამორბედის პოპულარობას გაიზიარებს. პილიევამ გადასაღებ მოედანზე უცნობი ადამიანები მიიწვია, დააწყვილა და მათ ერთადერთი პირობა წაუყენა - ჩართული კამერის წინ ერთმანეთი გაეშიშვლებინათ და საწოლში ჩაწოლილიყვნენ. ნახეთ რა მიიღო რეჟისორმა შედეგად...
2
|
|