არგენტინამ ჰოლანდია პენალტებით დაამარცხა 10 ივლისი 2014, 12:00:36
AUTO PLAY
9 ივლისს, სან პაულუში გაიმართა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ჰოლანდიისა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებთა შორის. პირველმა ტაიმმა ფრთხილ ბრძოლაში ჩაიარა. სამწუხაროდ, ვერც მეორე ტაიმი გამოდგა კარგი სანახავი; საგოლე მომენტები არ ყოფილა, ისე დასრულდა 90 წუთი. პენალტების სერიაში რონ ვლაარის მიერ დარტყმული სერხიო რომერომ აიღო, ისევე, როგორც ვესლი სნეიდერის დარტყმა. ასე რომ, რომეროს გმირობის წყალობით პენალტების სერია არგენტინამ 4:2 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა 13 ივლისს, რიო დე ჟანეიროში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. მანამდე მუნდიალის მესამეადგილოსნის ვინაობა ბრაზილია-ჰოლანდიის მატჩში გაირკვევა.
0
|
|