7:1 - გერმანიამ ბრაზილიას ჯოჯოხეთი მოუწყო 9 ივლისი 2014, 12:00:16
AUTO PLAY
ბრაზილიაში მიმდინარე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრებმა მასპინძელი ბრაზილიელები 7:1 დაამარცხა. ანგარიში თამაშის მე-11 წუთზე, ტონი კროოსის კუთხურის შემდეგ, თომას მიულერის გოლით გაიხსნა. 23-ე წუთზე მიროსლავ კლოზემ მეორე გოლი გაიტანა და მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის ბომბარდირი გახდა - 16 გოლით. მან ბრაზილიელ რონალდოს გაასწრო (15 გოლი). 24-ე წუთზე ლამი-მიულერი-კროოსის კომბინაცია ამ უკანასკნელმა გოლით დაასრულა. ორ წუთში ტონი კროოსმა დუბლი შეასრულა და ანგარიში 4-მდე გაზარდა. 29-ე წუთზე სრულიად დემორალიზებულ ბრაზილიის ნაკრებს კიდევ ერთი გოლი ხედირამ გაუტანა - 0:5. 69-ე წუთზე ბრაზილიის კარში ერთი გოლი ანდრე შიურლემ გაიტანა - 0:6. 79-ე წუთზე ანდრე შიურლემ დუბლი შეასრულა, ხოლო მასპინძლებმა პრესტიჟის გოლის გატანა მხოლოდ მატჩის ბოლო წუთზე შეძლეს, გოლი ოსკარმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში 7:1 გახდა.
0
|
|