გარდაიცვალა ლიანა ასათიანი 9 ივლისი 2014, 08:21:38
AUTO PLAY
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 88 წლის ასაკში, 8 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა ლიანა ასათიანი. მსახიობი 1925 წლის 6 დეკემბერს დაიბადა. მის მიერ შესრულებული როლები ქართველმა მაყურებელმა მალევე შეიყვარა. პირველი როლი ფილმში "გიორგი სააკაძე", 17 წლის ასაკში განასახიერა და აქტიური კინომოღვაწეობაც, სწორედ ამ ფილმის წარმატების შემდეგ დაიწყო. ლიანა ასათიანმა ქართულ კინოში დაუვიწყარი სახეები შექმნა. მაყურბელს თავი "ჭრიჭინაში", "ჭირვეულ მეზობლებში", "დიდოსტატის მარჯვენაში" და სხვა მრავალ ქართულ ფილმში შესრულებული როლებით დაამახსოვრა.
4
|
1099.00
k
1499.00
k
|