ნადირობისას მოკლული დაღესტნური ჯიხვები,რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი 2 ივლისი 2014, 09:53:11
AUTO PLAY
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ მსხალგორში უკანონო ნადირობის შედეგად მოკლული 2 ჯიხვი ამოიღეს. დაღესტნური ჯიხვი საქართველოს “წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 130.000 ლარი შეადგინა. სამართალდამრღვევებს უკანონო ნადირობისას გამოყენებული იარაღები და 30 კილოგრამამდე ოდენობის ჯიხვის ხორცი ჩამოერთვათ.
1
|
|