გიგი უგულავას ბრალი წარედგინა 30 ივნისი 2014, 14:43:26
AUTO PLAY
"ბრალი წარედგინა, დაკავებული არ არის" - რა განაცხადეს გიგი უგულავას შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში: "ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ქ.თბილისის ყოფილი მერი გიორგი უგულავა. გიორგი უგულავამ, ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით, კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე შპს ,,სი-ტი პარკის“-თვის დამატებითი შეღავათების დაწესებით, კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 1 086 718 ლარის ოდენობით. მითითებული სამართალდარღვევა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|