შორენა ცისკარაული და ანი ჭინჭარაული - ქალო 26 ივნისი 2014, 14:50:51
AUTO PLAY
"რახელ გაწვიმ-გაავდარდა გაზაფხული, ჩემი გულის ამინდივით დარდიანობს, ეგ ტუჩები ყინვისაგან დაზაფრული, ქალავ, როსღა გამაჩნდების სამზიანოს? კარგი, ქალო, ნუ ხარ ასე უკარება, მერე რა, რომ ხევსური ხარ და მთის შვილი, შეგსვამ ცხენზე და აგავლევ არხოტს, ქალო, ვერ გაბედავს მადევრობას კაციშვილი! რახელ ჩაბნელდ-ჩამაღამდა ახიელას, შურთხიც აღარ დაგოგმანობს ჭერხოს ბოლოს, ვერსად წახვალ, ქალო, მაინც მაგიხელავ, თუნდ დევების ჯარ-ლაშქარი შემებრძოლოს. რად არ მაგწონს ვერ გამიგავ ცეცხლის სუნი, ბუხრის პირას ბალღისთვის რომ წინდას ქსოვდე, რად არ გინდა ჭიუხები შენისლული, შავ დალალზე თეთრი თოვლი რომ გათოვდეს. რახელ გაწვიმ-გაავდარდა ხასიათი, ვაჰმე, თუ ვერ დაგიჩემე, თმამზიანო, მოსცილდ ქალაქს, როგორც სხივთა ათინათი, შეგსვამ ცხენზე და აგავლევ სამზიანოს!" შორენა ცისკარაული და ანი ჭინჭარაული მუსიკა: ილონა გოგოჭური ლექსი: თორრნიკე ნაროზაული
6
|
|