ნასვამი პოლიციელების ჩხუბი - ოთხი პირი სამსახურიდან დაითხოვეს 18 ივნისი 2014, 19:32:17
AUTO PLAY
ნასვამი პოლიციელების ჩხუბი - სკანდალური ვიდეოს გავრცელების შემდეგ ოთხი პირი სამსახურიდან დაითხოვეს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეოს შსს განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია: "შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2014 წლის 17 ივნისს სამინისტროს თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შესახებ საპატრულო პოლიციიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება. გენერალური ინსპექციის დასკვნით, თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლები ირაკლი დარახველიძე, რევაზ კაკალაშვილი, გივი გამეზარდაშვილი და კადრების განკარგულებაში მყოფი დავით კანდელაკი დათხოვნილები არიან სამსახურიდან.
4
|
1099.00
k
1499.00
k
|