სპილოების მალკასა და გრანდის პირველი შეხვედრა თბილისის ზოოპარკში 16 ივნისი 2014, 18:22:48
AUTO PLAY
თბილისის ზოოპარკი ინფორმაციას ავრცელებს. "დღეს ჩვენი სპილოების ცხოვრებაში დიდი და მნიშვნელოვანი დღე იყო. გრანდსა და მალკას პირველი პაემანი ჰქონდათ. არა, არა, ხელიხელჩაკიდებულები, ღაწვებაწითლებულები და დარცხვენილები სკამზე არ იყვნენ ჩამომსხდარნი გვერდიგვერდ. უბრალოდ, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ. ყველა დაძაბული იყო. არავინ იცოდა, რით დამთავრდებოდა ეს შეხვედრა... შესრულდა თუ არა 12:00 საათი, სპილოების გერმანელმა მწვრთნელმა და შეკრებილი ლაშქრის მთავარსარდალმა ტობიასმა ოპერაციის დაწყების ნიშნად სიტყვით მოგვმართა - სპილოს ვოლიერის გარშემო ალყის შემორტყმისა და სრული მობილიზაციის ბრძანება გასცა და იარაღიც დაგვირიგა. რა იარაღი? თანამშრომლები პატარა ქვებით და კენჭებით გამოტენილი პლასტმასის ბოთლებით ვიყავით შეიარაღებულნი. ახლა არ იფიქროთ, თბილისის ზოოპარკში სპილოებს ქვებს უშენენო... ეს ყველაფერი იმისთვის იყო საჭირო, რომ იმ შემთხვევაში, თუ სპილოებს ჩხუბი მოუვიდოდათ, ხმაური უნდა აგვეტეხა, ბოთლები გვეჩხარუნებინა, კენჭები დაგვეშინა და ამით დაგვეფრთხო შეტევაზე გადასული სპილო (აბა გასაშველებლად მრავალტონიან მოჩხუბრებს მანდილით ვერავინ შეუხტებოდა)... საბედნიეროდ გადავრჩით და ყველაფერმა კარგად, კონფლიქტების გარეშე ჩაიარა. ჩვენი ბუშტი გოგო კარგად იქცევა, სიძე კია ცოტა დაბნეული და ჯერ-ჯერობით პატარძალს ვაშლების ხრამუნსა და აუზში წუწაობას ამჯობინებს. ხვალ, 12:00 საათზე მორიგი პაემანი იგეგმება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - აცხადებენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში
1
|
1099.00
k
1499.00
k
|