თბილისის ზოოპარკში 7 ივნისს: სათვალთვალო კამერით გადაღებული ინციდენტი 9 ივნისი 2014, 18:35:43
AUTO PLAY
თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდზე 7 ივნისს მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა განთავსდა. სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ შეიპარა 3 მოზარდი ზოოპარკის ტერიტორიაზე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზატკეცილის მხრიდან. "ახალგაზრდებმა გადმოლახეს მტაცებლების ვოლიერამდე მისასვლელი დამცავი ბარიერები, დაარღვიეს უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, შეაღწიეს აკრძალულ ტერიტორიაზე და დასაშვებზე ახლოს მიუახლოვდნენ მტაცებლების ვოლიერს. სამწუხაროდ, ვეფხვებმა ვოლიერიდან შეძლეს გისოსებს მიღმა მყოფი ახალგაზრდას დაზიანება" - ვკითხულობთ ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდზე. დაცვის სამსახურმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. დაშავებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი მალევე გაწერეს, მესამე თავდაპირველად რეანიმაციაში მოათავსეს, მოგვიანებით კი გადაიყვანეს მულტიპროფილურ განყოფილებაში, სადაც ამჟამად მკურნალობას განაგრძობს. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
1
|
15.00
k
28.00
k
|