საქორწილო სიურპრიზი ჩემს მეუღლეს 9 ივნისი 2014, 13:07:13
AUTO PLAY
11 დეკემბერს გაგიცანი, ზამთარი იყო,თუმცა არ ბარდნიდა... კვირაში გამიხდი საფიცარი, ჩვენი სიყვარული სიმშვიდეს არ მაცლიდა.... 11იანვარში შესრულდა თვე ერთი, სულ ერთი გამიხდი უკვე დასაფიცრად... დღეები გადიოდნენ და ჩვენი გრძნობებიც დღითი-დღე უფო გაფაქიზდა.... 11 თებერვალში შესრულდა თვე მეორე, გარეთ ქარი ქროდა,გულში - სითბო სიყვარულის... ცხოვრების გზაზე ასე უცებ როგორ შემომეფეთე, რომ დამავიწყებინე მარტოდ სიარული?... 11 მარტი...უკვე გაზაფხულდა... გრძნობები აყვავდნენ ჩვენში უკვე მრავლად... 11 აპრილი და სურნელი იასამნის, 11 მაისი და ვარდის ფურცლის გაშლა... 11 ივნისი - თვე თიბათვისა, თვალები ციმციმებდნენ უკვე დიდი გრძნობით... 11 ივლისი-ესეც მეშვიდე თვე... გრძნობების გაღვივება უკვე 7-ჯერ მეტად... 11 აგვისტო-მარიამობის თვე, დედა ღვთისმშობელის წყალობა და მადლი... ყოველთვის მიჩნდებოდა კითხვა მე ჩემს თავთან: ,,ასე ძლიერ როდის,ანდა როგორ შემიყვარდი?...“ 11 სექტემბერი... ფოთლებდაცვენილი უკვე დედამიწა... 11 ოქტომბერი - ესეც ღვინობის თვე... ვაზის მტევნებიდან სიტკბოს დაწურვა და ჩემი დაბადება ოქტომბრის 28-დან... 11 ნოემბერი - წმიდა გიორგის თვე, იქვე 29-ც და შენი დაბადება... დეკემბრის 11 და დიდი იუბილე, ჩვენი სიყვარულის წლებით გამდიდრება. ახლა თებერვალი...თუმცა დღეს კი ცხრაა, ჩვენი სიყვარული ღმერთთან დადასტურდა... სულ შენი მერქვა,შენი ვარ და შენივე ვიქნები სიცოცხლის დასასრულთან!!!...
25
|
|