სკანდალური კადრები - შავები ნაციონალებს თვითმფრინავში ეჯახებიან 31 მაისი 2014, 01:17:43
AUTO PLAY
„ფეისბუქში“ თბილისი-კიევის რეისზე გადაღებული სამოყვარულო ვიდეო ვრცელდება, სადაც ნათლად ჩანს როგორ ეკამათება წელს ზემოთ შიშველი მგზავრი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გიორგი ვაშაძეს. როგორც ცნობილია ბორტმა როსტოვში საგანგებო დაშვება მას შემდეგ განახორციელა, რაც ერთ ერთ მგზავრს სასწრაფო გადაუდებელი დახმარება დასჭირდა.მფრინავების ამ გადაწყვეტილებას მგზავრთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ამ ფაქტს ჟურნალისტმა გურამ როგავამ ცნობილი ბლოგი მიუძღვნა:
392
|
|
ჩვენი თხოვნით პილოტმა საგანგებო დაშვება როსტოვში განახორციელა. ყველაფრის მიუხედავად, არ ველოდით ასეთ ირონიას რუსი მესაზღვრეებისგან და განსაკუთრებით ექიმებისგან (ჰიპოკრატეს ფიცის იმედად ვიყავით, მაგრამ, როგორც ჩანს, ამათ პუტინის ფიცი აქვთ დადებული). დიდი ხნით ადრე იცოდნენ თვითმფრინავის დაშვების მიზეზი, მაგრამ აეროპორტში სასწრაფო დახმარება ერთი საათის დაგვიანებით მოვიდა. დაწვრილებით რუსების დამოკიდებულებაზე არ დავწერ, ისედაც ხვდებით ალბათ, რა გამოვიარეთ. ექიმები ბორტზე ამოვიდნენ, ქართველებს რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვა არ გაქვთო, ბევრი გაურკვევლობა იყო, მაგრამ გაგებით მოვეკიდეთ. კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ჩვენი მოძმე, ერთმორწმუნე რუსებისგან კარგს არაფერს უნდა ელოდე. ...მაგრამ აი, ქართველების "გმირობამ" კი მართლა გამაოცა და დამთრგუნა. თავიდან გვეგონა, რომ პაციენტს საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, მე და დათო უნდა გავყოლოდით, ასე გადავწყვიტეთ. რეისის უცხოელი მგზავრები ფულს გვთავაზობდნენ, რუსეთში მცხოვრები მათი ახლობლების ნომრებს გვაწერინებდნენ, დაურეკეთ და მოგხედავენო. ბორტზე ორი მგზავრი ექიმი აღმოჩნდა, რომლებმაც ჩვენს მეგობარს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვას ავადმყოფის გარდა არავის აძლევდნენ, ერთერთმა უკრაინელმა მგზავრმა გვითხრა, მე გავყვებიო. ...და ამ დროს ქართველები რას აკეთებდნენ?! დროზე გადაწყვიტეთ, გვეჩქარებაო, - ყვიროდნენ ჩვენი ქართველი "ძმები". ადამიანი სიკვდილის პირას იყო და ამათ ბორტზე აჯანყება მოაწყვეს, სიგარეტი მოგვაწევინეთო. ჩვენი რეისით "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც მგზავრობდნენ და ერთმა "ვაჟკაცმა" გინება დაიწყო, თქვენ გამო 9 წელი საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მქონდა, დღეს პირველად მივდივარ თბილისშიო, მაისური გაიხადა და ტატუებით მარიაჟობა რომ დაამთავრა, საჩხუბრად მოემზადა. ბავშვებს ხმაურის შეეშინდათ და ტირილი დაიწყეს. ჩვენთანაც ჰქონდა პრეტენზიები,
ჩვენი თხოვნით პილოტმა საგანგებო დაშვება როსტოვში განახორციელა. ყველაფრის მიუხედავად, არ ველოდით ასეთ ირონიას რუსი მესაზღვრეებისგან და განსაკუთრებით ექიმებისგან (ჰიპოკრატეს ფიცის იმედად ვიყავით, მაგრამ, როგორც ჩანს, ამათ პუტინის ფიცი აქვთ დადებული). დიდი ხნით ადრე იცოდნენ თვითმფრინავის დაშვების მიზეზი, მაგრამ აეროპორტში სასწრაფო დახმარება ერთი საათის დაგვიანებით მოვიდა. დაწვრილებით რუსების დამოკიდებულებაზე არ დავწერ, ისედაც ხვდებით ალბათ, რა გამოვიარეთ. ექიმები ბორტზე ამოვიდნენ, ქართველებს რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვა არ გაქვთო, ბევრი გაურკვევლობა იყო, მაგრამ გაგებით მოვეკიდეთ. კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ჩვენი მოძმე, ერთმორწმუნე რუსებისგან კარგს არაფერს უნდა ელოდე. ...მაგრამ აი, ქართველების "გმირობამ" კი მართლა გამაოცა და დამთრგუნა. თავიდან გვეგონა, რომ პაციენტს საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, მე და დათო უნდა გავყოლოდით, ასე გადავწყვიტეთ. რეისის უცხოელი მგზავრები ფულს გვთავაზობდნენ, რუსეთში მცხოვრები მათი ახლობლების ნომრებს გვაწერინებდნენ, დაურეკეთ და მოგხედავენო. ბორტზე ორი მგზავრი ექიმი აღმოჩნდა, რომლებმაც ჩვენს მეგობარს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვას ავადმყოფის გარდა არავის აძლევდნენ, ერთერთმა უკრაინელმა მგზავრმა გვითხრა, მე გავყვებიო. ...და ამ დროს ქართველები რას აკეთებდნენ?! დროზე გადაწყვიტეთ, გვეჩქარებაო, - ყვიროდნენ ჩვენი ქართველი "ძმები". ადამიანი სიკვდილის პირას იყო და ამათ ბორტზე აჯანყება მოაწყვეს, სიგარეტი მოგვაწევინეთო. ჩვენი რეისით "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც მგზავრობდნენ და ერთმა "ვაჟკაცმა" გინება დაიწყო, თქვენ გამო 9 წელი საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მქონდა, დღეს პირველად მივდივარ თბილისშიო, მაისური გაიხადა და ტატუებით მარიაჟობა რომ დაამთავრა, საჩხუბრად მოემზადა. ბავშვებს ხმაურის შეეშინდათ და ტირილი დაიწყეს. ჩვენთანაც ჰქონდა პრეტენზიები, "მე თქვენ გიცნობთ, თქვ