ამერიკაში ბავშვი-მოჩვენება დაიბადა 22 მაისი 2014, 16:35:56
AUTO PLAY
ამერიკელმა ჯენიფერ ხუარესმა 6 კვირის წინ გააჩინა ბავშვი, რომელსაც მედიკოსებმა „მოჩვენება“ უწოდეს. როგორც ABC იუწყება, პატარა გოგონამ 80% სისხლი დაკარგა დაბადებამდე ნახევარი საათით ადრე. როდესაც მშობლებს პატარა პირველად აჩვენეს, ის სრულიად თეთრი იყო. ექიმებს გაუჭირდათ გოგონასთვის სისხლის ანალიზის გაკეთება. „მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო, როდესაც მის ფეხს ნემსები დაარჭეს სისხლის ასაღებად, თუმცა სისხლი არ ჩანდა“, - იხსენებს გოგონას მამა ჯოშ ხუარესი. სისხლის გარეშე დაბადებული გოგონა, სისხლის გადასხმისთვის რეანიმაციაში გადაიყვანეს. გოგონამ გამოიყენა თავისი შანსი და მშობლებმა მას სახელად ჰოუპ დაარქვეს (იმედი). როგოს ჰოუპის დედა ამბობს, ორსულობის დროს მას პრობლემები არ ჰქონდა, თუმცა მშობიარობამდე 3 კვირით ადრე აქტიურმა ბავშვმა მოძრაობა შეწყვიტა. ექიმებს ჯერჯერობით ვერ აუხსნიათ, თუ რამ გამოიწვია ის, რომ ბავშვი სისხლის გარეშე დაიბადა.
2
|
|