კრამატორსკში ანტიტერორისტულ ოპერაციას სამი ადამიანი ემსხვერპლა 3 მაისი 2014, 19:37:59
AUTO PLAY
უკრაინის ქალაქ კრამატორსკში, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი" წერს. მათივე ინფორმაციით, ოპერაციის დროს 17 ადამიანი დაიჭრა. კრამატორსკში და სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაცია 2 მაისს დაიწყო. ამ დროისთვის უკრაინის ანტიტერორისტულმა ცენტრმა კრამატორსკის აეროპორტი, ყველა ბლოკპოსტი კონტროლქვეშ აიყვანა, ტელეანძა კი სეპარატისტებისგან გაათავისუფლა. კრამატორსკში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის გამო, დაკეტილია სუპემარკეტები, ხოლო ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს.
0
|
|