ყირიმის სექსუალური პროკურორის ვიდეომ youtube ააფეთქა 16 აპრილი 2014, 15:08:29
AUTO PLAY
Няш, мяш. Крым - наш ("ნიაშ-მიაშ, ყირიმი - ჩვენია") - ყირიმის სახელგანთქმული პროკურორის, ნატალია პოკლონსკაიას ახალმა ვიდეომ youtube-ი ააფეთქა. კლიპი პოკლონსკაიას გამოსვლების ნაწყვეტებისგანაა დამონტაჟებული, ფონად კი მისივე ხმისგან გენერირებული მუსიკალური კომპოზიცია და პროკურორისადმი მიძღვნილი ანიმეს ფრაგმენტები გასდევს. youtube-ზე გამოჩენისთანავე ვიდეომ ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ეს გასაკვირი არც არის, ბოლო დროს სექსუალური პროკურორი ანიმეს ცნობილ პერსონაჟად იქცა და მას "ნიაშ-მიაში" შეარქვეს. რამდენიმე წლის განმავლობაში პოკლონსკაიას უკრაინის პროკურატურაში საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა, თუმცა ევრომაიდნის და ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ ის უკრაინის პროკურატურიდან წამოვიდა და ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში განაგრძო კარიერა.
6
|
|