Land Rover-მა გამჭვირვალე კაპოტი შექმნა 12 აპრილი 2014, 23:33:53
AUTO PLAY
ბრიტანული კომპანია Land Rover აპრილის შუა რიცხვებში ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოსალონში გამჭვირვალე კაპოტის ორიგინალური კონცეპტის წარმოდგენას აპირებს. ტექნოლოგია Transparent Bonnet მძღოლების ცხოვრების გასამარტივებლად გაკეთდა, რომელთაც ამჟამად ამოცნობა უწევთ, რა ხდება მათი ბორბლების ქვეშ. ტექნოლოგია, რა თქმა უნდა, ვირტუალურია: წინა ბამპერზე ინჟინერები კამერას დაამონტაჟებენ, რომლის გამოსახულება "ჭკვიან" საქარე მინაზე ჩნდება. კომპიუტერმა სურათი ისე უნდა დაამუშავოს, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი დამატებითი რეალობა შექმნას. აღნიშნული სისტემა განსაკუთრებით ძვირფასი ცუდ გზებზე მგზავრობისას იქნება - მძღოლს დამატებითი დრო ექნება, რომ ორმოებს გვერდი აუაროს. ამ ტექნოლოგიით ახალი თაობის ჯიპის პრემიუმ-კლასის ერთ-ერთი მოდელის აღჭურვა იგეგმება, რომელიც 2015 წელს Discovery-ი მარკით გამოვა.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|