მეცნიერებმა "აზროვნების დამაჩქარებელი" ქუდი გამოიგონეს 10 აპრილი 2014, 18:29:07
AUTO PLAY
ამერიკაში, ტენესის შტატის ვანდერბილდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სწავლის დაჩქარების ტექნოლოგია გამოიგონეს. თავზე ბატარეა ერთდება, რომელიც ჩართვისას ტვინის წინა ნაწილში დენს გზავნის. სწორედ შუბლის ზონაა სწავლის პროცესში შეცდომებზე პასუხისმგებელი. 9 ვოლტი ძაბვა თავის ქალაში ელექტროიდების საშუალებით ორი მხრიდან ხვდება: ერთ-ერთი მათგანი განსაზღვრული სქემით სიგნალს აგზავნის, მეორე მას იღებს. ამის შემდეგ მოხალისეს კომპიუტერულ თამაშს ურთავენ და მის გონებრივ აქტიურობას აკვირდებიან. აღმოჩენას დიდი სამეცნიერო პერსპექტივები აქვს. გამომგონებლების თქმით, იგი შესაძლოა შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებს დაეხმაროს.
2
|
1099.00
k
1499.00
k
|