გოლის განმსაზღვრელ ტექნოლოგიას ბრაზილიის მუნდიალზე გამოიყენებენ 6 აპრილი 2014, 11:39:36
AUTO PLAY
New York Times-ის ცნობით, გოლის განმსაზღვრელ ტექნოლოგიას პირველად ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენებენ. ამავე გამოცემის თანახმად, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ თორმეტივე სტადიონზე საჭირო მოწყობილობების მონტაჟი მიმდინარეობს. 14 კამერა განთავსდება მოედნისა და სტადიონის პერიმეტრზე, დამატებით შვიდ კამერას კი კართან მიუჩენენ ადგილს. თუ ბურთი კარის ხაზს გადაკვეთს, მთავარი მსაჯი და მისი სამი თანაშემწე საჭირო ინფორმაცია მაჯის საათზე წამებში მიიღებს. New York Times იმასაც წერს, რომ გოლის განმსაზღვრელ სისტემა, რომლის გამოყენებასაც ბრაზილიაში გეგმავენ, 2013 კონფედერაციის თასზე და მაროკოს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზეა გამოცდილი. ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ”ქორის თვალითაც” (Hawk-Eye) მოიხსენიებენ, ”მარაკანას” სტადიონზეც ჩაუტარდა ტესტირება.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|