ჯვარცმულ ქრისტეს უფრო ულმობლად მოექცნენ, ვიდრე გვგონია 4 აპრილი 2014, 21:27:36
AUTO PLAY
ყველასთვის ცნობილია, რომ იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრისას მკლავები ჰორიზონტალურად ჰქონდა გაწვდილი. თუმცა მეცნიერებს ამ თემაზე სხვა მოსაზრება აქვთ. ისინი ახალი კვლევის მიხედვით აცხადებენ, რომ იესო ქრისტემ ჯვარცმისას გაცილებით დიდი ტკივილი იგრძნო და მას გაცილებით უფრო ულმობლად მოექცნენ, ვიდრე გვგონია. მათი აზრით, ქრისტეს მკლავები თავს ზემოთ იყო მილურსმული და არა ჰორიზონტალურად. მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა ქრისტეს სუდარა (ტურინის სუდარა) შეისწავლა. მათი თქმით, წარმოდგენილია Y მოხაზულობა. ლივერპულში მდებარე უნივერსიტეტის, John Moores University-ს მეცნიერი ჯონ მურისი ყოველკვირეულ გავლენიან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ New Scientist-თან საუბარში აცხადებს, რომ "ეს ძალიან მტკივნეული პოზიციაა და ასეთ პოზაში სუნთქვა ჭირს".
1
|
1099.00
k
1499.00
k
|