სალომე გასვიანმა ამერიკაში ფოლკ-როკ ჯგუფი We The Ones შექმნა 3 აპრილი 2014, 21:00:33
AUTO PLAY
We The Ones - ასე ჰქვია ფოლკ-როკ ჯგუფს, რომელიც სალომე გასვიანმა და ბორის ვაგნერმა შექმნეს. სალომე მუსიკას ქმნის, ბორისი სიმღერების ტექსტს წერს და ჯგუფის მენეჯერია. We The Ones 1 წლის წინ შეიქმნა და მის შემადგენლობაში შედიან: ვოკალი და გიტარა - სალომე გასვიანი, გიტარა და მანდოლინა - ლუდვიგ ბრათენი, ვოკალი და კლავიში - ტიმ კელერი, დასარტყამი ინსტრუმენტები - თერონ ლინოტი, ვოკალი და ბასი - ლუკ სტრანდი. ქართველი მომღერალი, რომელიც წლების წინ საქართველოში პოპულარობით სარგებლობდა, ბოლო რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. We The Ones-ის სამომავლო გეგმების და სიახლეების გაცნობას გულშემატკივრები მათი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე შეძლებენ.
3
|
1099.00
k
1499.00
k
|