ვეტერინარმა ახალდაბადებული იაგუარი ხელოვნური სუნთქვით გადაარჩინა 27 მარტი 2014, 18:14:03
AUTO PLAY
ახალდაბადებული იაგუარი, სახელად ალი, ვეტერინარმა ხელოვნური სუნთქვით გადაარჩინა. შემთხვევა ესპანეთში, მადრიდის ვეტერინარულ კლინიკაში მოხდა. ალის დედა, ქსენა კლინიკაში გადაიყვანეს, რათა მისთვის საკეისრო ოპერაცია ჩაეტარებინათ. ოპერაცია ქსენამ წარმატებით გადაიტანა, თუმცა პატარა იაგუარს სიცოცხლის ნიშნები არ ეტყობოდა. როდესაც ვეტერინარმა პატრისიამ შეამჩნია, რომ ალი არ სუნთქავდა, გადაწყვიტა, მისთვის ხელოვნური სუნთქვა ჩაეტარებინა. მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და ახალდაბადებული იაგუარი გადარჩა.
1
|
|