ახალი ელექტროციკლი, რომელსაც საბარგულიც აქვს 25 მარტი 2014, 22:49:01
AUTO PLAY
გერმანულმა კომპანია Emo-Bike-მა მსუბუქი და ელეგანტური ელექტროციკლი Feddz-ი წარმოადგინა, რომელსაც არა მხოლოდ ადამიანის გადაყვანა, არამედ ბარგის გადატანაც შეუძლია. Feddz-ის კარკასის ქვეშ აკუმულატორია განთავსებული, მაგრამ იგი მთელ თავისუფალ ადგილს არ იკავებს. ინჟინრებმა ამ სივრცეში საბარგულიც განათავსეს. საბარგულში საფეხბურთო აქსესუარების, სასმელის, ჩანთისა და შეშის შეკვრის მოთავსებაც კი შესაძლებალია. იმისთვის, რომ ბარგი მგზავრობისას არ გადმოვარდეს, ელექტროციკლის შემქმნელებმა სპეციალური ქამრები დაამაგრეს. ორი მოსახსნელი 48-ვოლტიანი ლითიუმ-იონური ბატარეების გარეშე ელექტროციკლი 35 კგ-ს იწონის. მის დატენვას 4-დან 7 საათამდე სჭირდება და მაქსიმალური - 45კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში 110 კმ გზას ჰყოფნის. ელექტროციკლი დაახლოებით 600 ევრო ღირს.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|